2020 წლის 11 დეკემბერს 16:00 საათზე ზუმის პლატფორმაზე გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კავკასიოლოგი ენათმეცნიერის ქ-ნ თამარ უჯუხუს წიგნის "ჩერქეზული (ადიღეური) ენის სახელმძღვანელო" (რუსულ ენაზე) წარდგენა.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის რუსულენოვანი სტუდენტების, ჩრდილოეთ კავკასიის უნივერსიტეტებისა და ადიღეური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის. სახელმძღვანელოში მიმოხილულია ადიღეური ენის სტრუქტურის - ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის ძირითადი საკითხები. ამის შესაბამისად სახელმძღვანელოში წარმოდგენილია დამხმარე მასალა ტექსტების, სავარჯიშოების, თემატური დიალოგებისა და სხვადასხვა მხატვრული ტექსტის სახით.
სახელმძღვანელოს თან ერთვის მოკლე ადიღეურ-რუსული ლექსიკონი და ადიღეური (ჩერქეზული) ფოლკლორის ცალკეული ნიმუშები თარგმანებითურთ.
რედაქტორი: სპეციალისტი ცირა ბარამიძე
თარგმანი მოამზადა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირინა კაპანაძემ
ადიღეური ტექსტების რედაქტორი: ნურიეთ ხუაჯი - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
წიგნი გამოსაცემად მოამზადა კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა
https://zoom.us/j/2075636887...
Meeting ID: 207 563 6887
Passcode: 108614